Wednesday, April 22, 2015

მე-9 დღე

დღეს ჩვენი შეხვედრის მეცხრე დღეა, ანუ ბოლო და შემაჯამებელი დღე. მინდა მადლიერება გამოვხატო, იმიტომაც, რომ ჩვენ ტრენინგის მონაწილეებმა მოვისმინეთ პრეზენტაციები, რჩევები, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ პედაგოგიურ საქმიანობაში
                                                       

მოდულის შეჯამება


ინტელის ეს 8 მოდულიანი ტრენინგ-კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

პროექტებს ძალიან ხშირად ვაკეთებდით სკოლაში თუმცა ამგვარად არა. პროექტებით სწავლებამ დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმარტივე , დეტალიზება და რეალისტური მიდგომა პროექტის განსახორცილებლად. თითოეული მოდული უფრო ღრმად მაცნობდა მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით წარმატებული სასწავლო პრცესის დაგეგმვასა და განხორციელებას. შეფასების მრავალფეროვნებას და შეფასების 5 მიზანს რომელსაც ასე გაუცნობიერებლად მეტ-ნაკლებად ვიყენებდით. ძალიან გავიზარდე როგორც მეთოდურად ასევე ტქენიკურად და ვფიქრობ მიღებული ცოდნა აისახება ჩემს საკლასო ოთახში.



.

Saturday, April 18, 2015

დღე მე-8 ჩემთვის იყო საინტერესო, თუმცა სიძნელეები თან ახლდა, რომელიც გადავლახე ტრენერის დიდი მოთმინებით და გულისხმიერებით ავითვისე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. დიდი მადლობა........

Thursday, April 9, 2015

დღე-7

უფრო ნაყოფიერი იყო. გავეცანით, ანამსმენელთნ როგორ დავამყარო უკუკავშირი,შე4მიძლია მივცე რჩევა.ვფიქრობ შევძლებ ეს მეთოდი გამომადგება მუშაობაშუ

Monday, April 6, 2015

დღე-6

ტანჯვა-წამებაში მიილია მე-6 დღე.......... დავიწყებ ამ სიტყვების განმარტებით: ურთულესი, ურთულესი და ურთულესიიიი! მიუხედავად ამისა ძალიან პროდუქტიული და ძალიან სიღრმისეული. დღეს მოვირგე მოსწავლის როლი, ძალიან ბევრ რამეს მივხდვი დავალებების განაწილების და მოთხოვნების დროს. ამ დავალებაშ საუკეთესოდ ჩანს მასწავლების ხედვა კონკრეტულ საკთხთან მიმართებაში. ამ დავალებაში ასევ საუკეთესოდ ჩანს მოსწავლის სიღრმისეული წვდომა და განვითარებული უნარ-ჩვევები. მაგარია! მაგრამ რთული!!!

Sunday, April 5, 2015

დღე-5

მე-5 დღე ჩემთვის , რათქმა უნდა უფრო საინტერესო იყო. ვისწავლე ჩემთვის საინტერესო მასალა, როგორ  მოვნიშნო და გადავიტანო ერთი ფაილიდან  მეორეში და რიგირ დავიცვა საავტორო უფლებები

Saturday, April 4, 2015

დღე მე-4 საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ შეფასების დროის სქემა
 ვფიქრობ შესწავლილი და შეფასების 5 მიზანი მნიშვნელოვანი სიახლეა ჩემთვის რომელსაც საგაკვეთილო პროცესში აუცლებლად გამოვიყენებ.

ძალიან დავიღალეეე.........................

Wednesday, April 1, 2015

დღე-3

გავეცანი მოდული მე-2ს.
გადავდგი პირველი ნაბიჯები და დავიწყე პროექტის გეგმის გაეწრა შაბლონის მიხედვით. დღის კულმინაცია იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვფიქრობ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგან სწორად დასმული შეკითხვა გზამკვლევია მთელი პროექტისა. ბევრი ვიფიქრე, ვნახე უამრავი ნიმუში ჩვენი viewer-დან, ძალიან დამეხმარა კითხვების სწორად ფორმირებაში. სამუშაო მართლაც ბევრია, იმედია კარგ შედეგებზე გავალ ... :-))